ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებისა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ადრე თუ გვიან, დსთ-ში დაბრუნდებიან.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკრაინა ჩვენთან მოვა. მას აქ ძალიან ბევრი ინტერესი აქვს. ვფიქრობ, რომ ანალოგიურად საქართველოც მოიქცევა. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ისინი დაბრუნდნენ. იქ მეტისმეტად ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზად არის", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
მისი განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს დაკარგვა დაუშვებელია.