logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნის
- +

5 დეკემბერი. 2018. 13:45

 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდება.

 

საკითხი მიმდინარე კვირის მთავრობის სხდომაზე გავა.

 

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს თელავში დადებს. ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის სტუმრების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე უცნობია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner