logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტის საქმიანობის ხარისხს მაღალ დონეზე აიყვანს
- +

5 დეკემბერი. 2018. 13:46

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ხარისხს მაღალ დონეზე აიყვანს.

 

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტის განხილვას ოპოზიცია არ დაესწრო, სადაც გათვალისწინებული იქნა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, ფრაქციას უფლება ექნება, კომიტეტის ფორმატში მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი დაიბაროს.

 

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღების შემდეგ, პარლამენტი ბევრად უფრო საინტერესო, პროფესიონალური და იმ საკითხების განხილვაზე ორიენტირებული იქნება, რაც საზოგადოებას აინტერესებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. ცვლილებებით საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად საქმიანობას თებერვლიდან გააგრძელებს და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გაიზრდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner