სააგენტო „როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალიში „ბოევიკების" თავდასხმის შედეგად გაერო-ს ხუთი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ოფიციალური ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელთა ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა, რის შემდეგაც „ბოევიკებმა" მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
დაღუპულები ჩადის მოქალაქეები არიან.
გაერო-ს საერთაშორისო მისიის, MINUSMA-ს მშვიდობისმყოფელები მალიში 2013 წლიდან იმყოფებიან. მათი ამოცანა პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების მონიტორინგი და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა.
გაერო-ს მონაცემებით, წლის დასაწყიდან მალის კიდალის რეგიონში, სადაც თავდასხმა განხორციელდა, გაერო-ს 12 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.