პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები, როგორც იყო განსაზღვრული, 2020 წელს ჩატარდება.
„მოთხოვნები „ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო ძალიან დამაბნეველი, რევოლუციური მოწოდებებიდან დაწყებული სხვა საკითხებით გაგრძელებული. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები და კიდევ რამდენიმე პარტია ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.