logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია, დამოუკიდებელი ვიყო
- +

5 დეკემბერი. 2018. 14:48

 

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „The Daily Beast“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო მის პრეზიდენტად არჩევაში, თუმცა არ არსებობს იმის წინაპირობა, რომელიც მისგან მოითხოვს, მომავალში ივანიშვილის ან მისი პარტიისადმი ლოიალური დარჩეს.

 

„არჩევნების შემდეგ შევხვდი ივანიშვილს. მან მითხრა: მმართველი პარტიისადმი ვალში არ ხარ, შეგიძლია, დამოუკიდებელი იყოო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner