საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვა ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა.
„საორგანიზაციო ჯგუფმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება თელავის, ისტორიული ქალაქის სასარგებლოდ, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა. ყველასთვის პატივი იქნებოდა და ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.