სლოვაკეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ განაცხადა.
„სამხედრო დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სლოვაკეთში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს აპარატიდან დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ იყო გამოცხადებული, ვინაიდან ის სადაზვერვო საქმიანობით იყო დაკავებული სლოვაკეთისა და NATO-ს წინააღმდეგ“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.
არსებული ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა უკვე დატოვა სლოვაკეთი.