logo_geo
eng_logo
საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიება ირაკლი კორძაიას გამოკითხვას გეგმავს
- +

5 დეკემბერი. 2018. 18:21

 

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში განახლებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ამ ეტაპზე ტარდება დაგეგმილი  საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და  მათ შორის, უახლოეს პერიოდში, გამოძიება გეგმავს  ირაკლი კორძაიას გამოკითხვას.

 

საქართველოს პროკურატურა ასევე შეისწავლის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას ირაკლი კორძაიას მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner