logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი აღფრთოვანებული იყოს ნანუაშვილის საქმიანობით...
- +

19 მაისი. 2016. 16:31


მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ალიასთან" უჩა ნანუაშვილზე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს. ბრეგაძე ფიქრობს, რომ სახალხო დამცველის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არც ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა იყოს მოსაწონი.



„არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი აღფრთოვანებული იყოს ნანუაშვილის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით.  არა მგონია, რომ სახალხო დამცველი ივანიშვილის ან „ქართული ოცნების" დანიშნული ან არჩეული იყოს ამ პოსტზე. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უფრო მეტად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წვლილი ურევია ამ ყველაფერში, თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება და ყველაფერი გაირკვევა, მანამდე კი ეს ადამიანი უნდა მოსცილდეს სახალხო დამცველის პოსტს, რადგან ნეგატიურის მეტს არაფერს აკეთებს. ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად ამართლებს საპატრიარქოს შებღალვას და იმის მაგივრად, აცხადებდეს, რომ ამ ადამიანებმა დაარღვიეს რწმენის თავისუფლება, ჩაიდინეს ვანდალიზმიო, - გამოდის და გაიძახის ლგბტ-ების დაკავების დროს ჰომოფობიური წინადადება თქვა რომელიღაც პოლიციელმაო... ეს არის დაცინვა!" - ამბობს სანდრო ბრეგაძე.


სანდრო ბრეგაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს მთავრობამ უნდა დაგმოს და დაიცვას მოსახლეობისა და რელიგიური ჯგუფების უფლებები.


„მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა და პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და ეს ფაქტი დაგმონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაუწერელი კანონია, რომ, როდესაც ხელისუფლება ვერ იცავს ადამიანის ან რელიგიური ჯგუფების უფლებებს, მაშინ მათ აქვთ სრული უფლება, თავად დაიცვან თავი და ნუ გადაგვიყვანენ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენ თვითონ დავიცვათ საკუთარი თავი, საქართველოს საპატრიარქო და ჩვენი სიწმინდეები, თორემ ეს დაცვა, გარწმუნებთ, არ იქნება ისეთი ადვილი პროცესი, როგორც მათ წარმოუდგენიათ!" - აცხადებს ბრეგაძე.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner