logo_geo
eng_logo
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა
- +

5 დეკემბერი. 2018. 20:50

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მძღოლი, გზაზე მიმავალ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner