logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: მეჭიაური არავის წაჩხუბებია, მან გულახდილად თქვა ის, რასაც ფიქრობდა!
- +

19 მაისი. 2016. 16:34


 

„მეჭიაურის ბევრი განცხადება და ბევრი ქმედება არ შეიძლება უარყოფითად აღვიქვათ. მე პირიქით, მივესალმები კიდეც", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.



მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ თამაზ მეჭიაურს გუნდთან დაპირისპირება აქვს, არასწორია.


„მისი პროექტი სიღრმისეულია, გაცილებით შორს წარმავალია და ჩემი აზრით, არცთუ გასაკიცხია. უახლოეს დღეებში ალბათ მეჭიაური იტყვის, მის გარშემო ვინ იქნება და საბოლოო დასკვნები მაშინ გავაკეთოთ. მანამდე იმის თქმა, რომ მეჭიაური წაეჩხუბა თავის გუნდს, არასწორია. ის არავის წაჩხუბებია. გულახდილი აღმოჩნდა და თქვა ის, რასაც ფიქრობდა", - განაცხადა პოლიტოლოგმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner