logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვის პატივი წილად ხვდათ კახელებს
- +

6 დეკემბერი. 2018. 00:17

 

 

„პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვა ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა, ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

 

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, ინაუგურაციის თელავში გამართვის მიზეზი გემოვნებაა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

 

„საორგანიზაციო ჯგუფმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება თელავის, ისტორიული ქალაქის სასარგებლოდ, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა. ყველასთვის პატივი იქნებოდა და ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner