IMEDINEWS.GE-ის ინფორმაციით, ნიკა რურუას სამძიმარზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
„ნიკოლოზს ვიცნობ არაერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან და ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა. პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით. მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.