logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: ისე გაუფასურდა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ყველა რაღაცას ირქმევს!
- +

6 დეკემბერი. 2018. 02:32

 

 

„იცით რა არის? ისე გაუფასურდა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ყველა რაღაცას ირქმევს, ყველაფერი გაუფასურდა, ეს არის ყველაზე ცუდი ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის” – ამის შესახებ ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.

 

„ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი იყო და მე პარლამენტში ვიყავი, მკითხა, ვარდიკო ნადიბაიძის გადაყენების შემდეგ თავდაცვის მინისტრი ვინ უნდა იყოსო, ეტყობა ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა კანდიდატურა შესთავაზა. გამიკვირდა და ვკითხე, მე მეკითხები თქო?  – ხო, აბა რა თქვენ საზოგადო მოღვაწე ბრძანდებითო, მე ვუთხარი, საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე იყო, მე   პარლამენტის ერთი რიგითი წევრი ვარ-თქო.

 

იცით რა არის? ისე გაუფასურდა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ყველა რაღაცას ირქმევს, ყველაფერი გაუფასურდა, ეს არის ყველაზე ცუდი ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის”– განაცხადა დევდარიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner