logo_geo
eng_logo
იაპონიის სანაპიროებთან ორი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოვარდა
- +

6 დეკემბერი. 2018. 10:24

იაპონიის სანაპიროებთან ორი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოვარდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავების ბორტზე კატასტროფის დროს სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ექვსი მათგანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება, ერთი გადაარჩინეს.

 

საქმე ეხება ამერიკულ ავიაგამანადგურებელსა და სადაზვერვო თვითმფრინავს. კატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი თვითმფრინავის საწვავით შევსება ხდებოდა.

 

მომხდარის გამო იაპონიის სანაპიროებთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ამერიკელი და იაპონელი სამხედროები მონაწილეობენ.

 

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ უცნობია. ორივე თვითმფრინავი იაპონიაში მდებარე ივკუნის სამხედრო ბაზაზე იყო დისლოცირებული და დაგეგმილ ფრენას ასრულებდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner