logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს
- +

19 მაისი. 2016. 16:53


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.



საქართველოში ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარე ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში ცნობილია, რომ საქართველოში არცთუ ისე ხშირად, დაფიქსირდა ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო, ძირითადად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, თუმცა დაინფიცირებული ადამიანი არ გამოვლენილა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პანიკის საფუძველი მოსახლეობისთვის არ არსებობს, რამდენადაც, საქართველოში წყარო, დაინფიცირებული ადამიანი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა განსაკუთრებით გამკაცრებულია ამ თვალსაზრისით, რომ არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გაიპაროს. ხაზს ვუსვამ, რა თქმა უნდა, თეორიული რისკი არის, რამდენადაც საქართველოში არსებობს ამ ვირუსის გადამტანი კოღო. ამიტომ ყველა ღონისძიება ტარდებოდა, ტარდება და გატარდება იმისათვის, რომ რისკის მინიმიზაცია მოვახდინოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


მისივე ინფორმაციით, ორი თვის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური ბრძანება აქვს გამოცემული შესამაბისი მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე, არსებობს ქვეყნის მულტისექტორული სამოქმედო გეგმა ინფექციის შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში. ლუგარის ცენტრში არსებობს ზიკას ვირუსის დაავადების სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალება. მიმდინარეობს საგანმანათლებლო სამუშაოები სპეციალისტებთან, მუდმივი ეპიდზედამხედველობის ქვეშ არის დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზონები.



მისი თქმით, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც ვირუსის გადამტანი კოღოს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.გამყრელიძის განცხადებით, წელს კიდევ უფრო გაფართოვდა სადეზინსექციო სამუშაოების მასშტაბი. ანაკლიიდან სარფამდე შენობა-ნაგებობები და წყალსატევები დამუშავდება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner