logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
- +

6 დეკემბერი. 2018. 12:26

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება. ამოღებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამ პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner