logo_geo
eng_logo
ქობულეთში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიგეგმა
- +

6 დეკემბერი. 2018. 13:02

 

ქობულეთში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიგეგმა. როგორც ჩეხეთის საელჩოში გამართულ პრეზენტაციაზე, საინვესტიციო ჯგუფის „ლ&რ კომპანის“ დირექტორმა გიორგი შერაზადიშვილმა განაცხადა, პროექტი 190 ჰექტარ მიწაზე მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

„პროექტი მოიცავს: მაღალი კლასის სასტუმროს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპა ცენტრს ევროპაში, აპარტამენტებს, ვილებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, გოლფის მოედანს, ველობილიკებს და საბავშვო მოედნებს. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრისა და მრავალი ტიპის კვების ობიექტების მშენებლობაც“, - განაცხადა შერაზადიშვილმა.

 

მისივე თქმით, პროექტში გათვალისწინებულია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენება.

 

„ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები“, - აღნიშნა „ლ&რ კომპანის“ დირექტორმა.

 

 ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ირი პრეცლიკის თქმით, საქართველოში ბოლო დროს ჩეხური ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა.

 

„ახლა კი ჩეხური კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს ქობულეთში. ეს ინვესტიცია მოიცავს გოლფ-კლუბს, სპას და სხვა სარეკრეაციო მიმართულებებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ როგორც საელჩომ მონაწილეობა მივიღეთ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა პრეცლიკმა.

 

მისივე აღნიშვნით, პროექტი სარგებელს მოუტანს როგორც ქართულ, ასევე ჩეხურ მხარესაც.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner