NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დუგლას ლუტმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, ვინც საქართველოს მსგავსად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ დღესაც შეურთდეს ალიანსს.
„საქართველო შავი ზღვის აუზიის ქვეყანაა და ალიანსი აფასებს მასთან პარტნიორობას. მან შემოიტანა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პერსპექტივა განხილვის მაგიდასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რეგიონალური საკითხებია. საბჭო აფასებს ასეთ ურთიერთობას.
მთავარი გზავნილი, რაც საქართველოს შეუძლია მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღოს, არის შემდეგი: თუ არსებობს ეჭვები NATO-ს გაფართოებასა და ღია კარის პოლიტიკაზე, ჩვენ ყველაზე მკაფიო ფორმით ვაცხადებთ, რომ კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, ვინც საქართველოს მსგავსად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ დღესაც შეურთდეს ალიანსს", - განაცხადა დუგლას ლუტმა.