logo_geo
eng_logo
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
- +

6 დეკემბერი. 2018. 14:12

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

 

ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შედარებით მსუბუქდება. მაგალითად, აქამდე არსებული კანონით, სპექტაკლის მსვლელობის დროს, მსახიობების მიერ თამბაქოს მოხმარება დასჯადი იყო, ახლა კი დასაშვები გახდება. 

 

ასევე, თამბაქოს მოხმარება იკრძალებოდა სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ეზოებში, ცვლილების საბოლოოდ მიღების შემდეგ, კი ეს დასაშვები ხდება, რისთვისაც ამ დაწესებულებებმა სპეციალური ადგილები უნდა გამოყონ.

 

ასევე, შემცირდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის, რომელიც კანონის ახლანდელი ვერსიით, 500 ლარით ჯარიმდება, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კი 200 ლარით დაჯარიმდება.

 

5 დეკემბერს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ კანონის მოქმედების პერიოდში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა და აუცილებელი გახდა ცვლილებების შემუშავება კანონის აღსრულების გამარტივების მიზნით, ზოგიერთი მატერიალური ნორმის დაზუსტება და კანონის შემდგომი, ეფექტიანი დანერგვისათვის სამართლებრივი მექანიზმის დახვეწა.

 

4 დეკემბერს ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს თამბაქოს რეალიზაციისას დარღვევებზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება სთხოვა.

 

ოქტომბერში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა დაანონსდა.

 

2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

 

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner