logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს გამოხატვის თავისუფლების სახელით!
- +

19 მაისი. 2016. 17:01


„საპატრიარქოს კედლების შეღებვა  ადამიანების რელიგიური გრძნობების შელახვა იყო",   - ასე შეაფასა  უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, 17 მაისს საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტი. 17 მაისს ლგბტ თემის მხარდამჭერებმა საპატრიარქოს კედლების შეღებვა დაიწყეს, რის შემდეგაც მათი დაკავება მოხდა.


„არანაირი გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს გარკვეული საზღვრების გარეშე. ის, რომ საპატრიარქოს კედლებზე  ადამიანებმა მოინდომეს  ნახატების გაკეთება, არანაირად არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის კერძო საკუთრების ხელყოფა. არავის აქვს უფლება, კერძო საკუთრებაზე ნახატების გაკეთების, ასეთი ქმედება არის დანაშაული. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს გამოხატვის თავისუფლების სახელით" ,- განაცხადა კაკაბაძემ.  





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner