logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: „ხორავას ქუჩის საქმეზე“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია
- +

6 დეკემბერი. 2018. 15:26

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ხორავას ქუჩის საქმეზე“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია.

 

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადების შემდეგ წარადგენს.

 

„როგორც კი დაგვიბარებენ და გვკითხავენ, რომელი რეკომენდაცია შევასრულეთ, მოვალთ და დეტალურად ვისაუბრებთ. გამოძიება მიმდინარეობს, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და ინფორმაციას პარლამენტს მივაწვდით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner