ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი გაუპატიურების მცდელობის მუხლით დაუმძიმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების შესახებ ინფორმაცია გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა. დადასტურებული ინფორმაციით, 25 წლის მდგმურმა ბინის დიასახლისი ცივი იარაღით მოკლა. მოკლული 45 წლის სვეტლანა ამოევია.
პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.