თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ვლადიმერ ძნელაძემ საკრებულოში საფეხბურთო კლუბის „დიდუბე 2014 „ ფეხბურთელები და მათი მშობლები მიიღო, რომლებმაც დეპუტატს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც ვლადიმერ ძნელაძემ აღნიშნა, გუნდის შექმნის ძირითადი მიზანი ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან მოქალაქეებად, სწავლასა და სპორტზე ორიენტირებულ ახალგაზრდებად ჩამოყალიბება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა.
დღესვე დეპუტატმა მსგავსი საფეხბურთო კლუბების დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა და კონსულტაციების გაწევისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ.
ირაკლი გვილავა ფეხბურთელებს, საჭიროების შემთხვევაში, გუნდის ტრანსპორტით უზრუნველყოფას დაპირდა და აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ამ ბავშვების კარგ და რეალიზებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაა.