logo_geo
eng_logo
ბადრი კოჭლამაზაშვილი: შეურაცხმყოფელია, როდესაც მამუკა ახვლედიანი საჯაროდ საუბრობს, რომ მოსამართლეები შეშინებულები არიან!
- +

24 თებერვალი. 2016. 23:53



საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი  თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მამუკა ახვლედიანის გადაყენების მიზეზებზე საუბრობს.


კოჭლამაზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანი უამრავი მიზეზების გამო გადააყენა,  მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსამართლეების და სასამართლოს ინსტიტუტის შეურაცხყოფაა.


„უმაღლესი საბჭოს წევრებმა სამოქალაქო სასამართლოში, მამუკა ახვლედიანის მენეჯერულ საქმიანობასთან და ასევე, იუსტიციის საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, ჩვენი პრეტენზიები მოისმინეს. რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა. როცა სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე საჯაროდ საუბრობს, რომ თურმე, მოქმედი მოსამართლეები შეშინებულები არიან და ახალი მოსამართლეები კლანური ნიშნით შეირჩევიან, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამგვარი განცხადებები სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხს ამცირებს და სასამართლოს ისედაც შელახულ რეპუტაციას აკნინებს." - აღნიშნავს ბადრი კოჭლამაზაშვილი.



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner