„ცხადია, 28 ნოემბრის გამარჯვება უდავოა და ქალბატონ სალომეს ამ დიდი წარმატებასა და აღიარებას ვულოცავ, მაგრამ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეგიონებს არ მიხედა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების კატასტროფა გარდაუვალია!“ - ამის შესახებ ფილოლოგმა და რეიგანის ფონდის საპატიო წევრმა, პროფესორმა ზაზა სიამაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ბათუმში სახლი მაქვს და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე აჭარაში გახლდით. ჩემ თვალწინ ჩაიარა ყველაფერმა და იმის მოწმეც გავხდი, თავისი უუნარობით როგორ ჩააბარა აჭარის ხელისუფლებამ პირველი ტური ნაცებს!
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბათუმსა და აჭარაში, ფაქტობრივად, ხელი არ გაანძრია და არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნების პირველი ტური მოეგოთ! სანამ მობილიზაცია არ გამოცხადდა, სანამ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგა და ყველამ არ გააცნობიერა, თუ რასთან გვქონდა საქმე, აჭარაში ყური არავინ შეიბერტყა. რაც გინდა, იჭიჭყინონ „ნაცებმა“, რაც გინდა, მიტინგები გამართონ, საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვს არ იწვევს. მიშას გრიშას მიტინგებით ხელისუფლებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საფრთხეს ვხედავ იმ ჩანერგილებში, რომლებიც ძალოვან უწყებებსა თუ ნებისმიერ სხვა სამინისტროში მრავლად არიან!
რაც აჭარის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე გააკეთა, თუ „ნაცებთან“ შეკრული არ ხარ, იმას ვერ გააკეთებ! აი, სწორედ ეს გახლავთ საფრთხე...“ - განაცხადა ზაზა სიამაშვილმა.