logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: ვიყენებთ ამ და სხვა ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება!
- +

6 დეკემბერი. 2018. 20:28

 

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მილანში მიმდინარე ეუთოს ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.  

 

„ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელშიც 57 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დელეგაცია მონაწილეობს, პრაქტიკულად ყველამ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

მისი ინფორმაციით მინისტერიალზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.

 

„კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და შეწყვიტოს აგრესია და დესტრუქციული ქმედებები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურია და ჩვენ ვიყენებთ ამ და სხვა ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ამ ყველაფრის მიმართ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და შეფასება,”- განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner