logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ინაუგურაციის შემდეგ იწყება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი, რისთვისაც მზად ვარ!
- +

6 დეკემბერი. 2018. 20:51

 

 

„ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი შევა თავის სასახლეში და დაიწყებს მუშაობას საზოგადოებისთვის, საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ“, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება.

 

„ინაუგურაციის შემდეგ იწყება ჩვენი სახელმწიფოს, პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი. მე ამ ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩემთვის არ არსებობს პოზიცია და ოპოზიცია. მე ვარ პარტიების ზემოთ როგორც ახალი პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით. მე პირველ რიგში საზოგადოებასთან ვარ ანგარიშვალდებული. რაც შეეხება კოაბიტაციას, კოაბიტაცია არ არსებობს. პრეზიდენტი არ არის კოაბიტაციაში და აგიტაციაში. შევა თავის სასახლეში და როგორც გითხარით, დაიწყებს მუშაობას საზოგადოებისთვის. საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner