საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს იმ შემთხვევაში მიიწვევს ინაუგურაციაზე, თუ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებს.
ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
„ინაუგურაციაზე იქნება თუ არა ვაშაძე, დავფიქრდები ამ თემაზე. ხვალ გეტყვით, თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული, როგორც პრეზიდენტი, ის იქნება დაპატიჟებული ინაუგურაციაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.