logo_geo
eng_logo
51-ე სკოლასთან 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
- +

6 დეკემბერი. 2018. 22:00

43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა 51-ე სკოლასთან, ავტობუსის გაჩერებაზე.

 

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, მამაკაცს გული აწუხებდა. გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

 

51-ე სკოლის წინ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი იმყოფება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner