logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხსა და აშშ-ის მთავრობას ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალება მიუსამძიმრა
- +

6 დეკემბერი. 2018. 22:49

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

 

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

 

„მსურს, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო პრეზიდენტ ბუშის ოჯახს, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ქართველი ხალხის ხსოვნაში პრეზიდენტი ბუში ყოველთვის დარჩება, როგორც შორსმჭვრეტელი ლიდერი და მებრძოლი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner