logo_geo
eng_logo
ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

6 დეკემბერი. 2018. 22:52

 

 

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-სხდომის ფარგლებში გაიმართა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხანმოკლე შეხვედრა. მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ხვალ ეუთო-ს სხდომაზე ერთობლივ განცხადებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადო წარმოჩენას ორგანიზაციის ფარგლებში. საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან: ბულგარეთი, კანადა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner