logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რუს ალქაჯებზე გამოგონილი ნადირობის გარეშე, ჩემი რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა
- +

7 დეკემბერი. 2018. 02:12

 

 

„რუს ალქაჯებზე გამოგონილი ნადირობის გარეშე, ჩემი რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ (გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება, მოსამართლეები, სამხედროები, ვეტერანები და სხვ.) ჩემი რეიტინგი 75% იქნებოდა და არა 50%, როგორც ეს ახლახანს Rasmussen-ის ანგარიშმა გამოაქვეყნა. ამას პრეზიდენტის შევიწროება ჰქვია!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებზე გამოძიებას, სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს. პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებას ალქაჯებზე ნადირობად მოიხსენიებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner