logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი
- +

7 დეკემბერი. 2018. 03:33

 

 

„ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი“, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში.

 

„ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისკენ ჩემს თავს მოვუწოდე, ოპოზიციას კი არა. ინაუგურაციის მერე იწყება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალ ფურცელი, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების და მე ამისთვის მზად ვარ. ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით. კოჰაბიტია არ არსებობს, ეს აღარ არის კოჰაბიტაცია. პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში. შევა თავის სასახლეში და დაიწყებს მუშაობას პირველ რიგში საზოგადოებასთან. უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კითხვაზე, შეასრულებს თუ არა ის შუამავლის როლს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „რა როლს შევასრულებ ვნახავთ, რა იქნება მოთხოვნა იმ დროისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner