logo_geo
eng_logo
ჯორჯ ბუში უფროსი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს
- +

7 დეკემბერი. 2018. 10:31

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯიმ მაკგრატი ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშის გვერდით ასევე განისვენებენ მისი მეუღლე ბარბარა ბუში და მათი შვილი რობინი, რომელიც 1953 წელს, სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო. შეგახსენებთ, რომ პანაშვიდი ვაშინგტონის კათედრალურ ტაძარში გაიმართა. მას ესწრებოდნენ აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner