საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებ გუნდთან ჩაატარა და მეტოქე 3:0 გაანადგურა. მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გოლები ხატია ჭყონიამ, ნინო სუთიძემ და ლანა გორგაძემ გაიტანეს.
საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებები მეორე ამხანაგურ მატჩს 20 მაისს, 18 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართავენ.
საქართველო - არაბეთის გაერთიანებული საემიროები 3:0
გოლები: ჭყონია (14'), სუთიძე (86'), გორგაძე (90');
საქართველო: ნადირაშვილი, სუთიძე, ტატუაშვილი, ჩხარტიშვილი, სხირტლაძე (ზაქაიძე 46'), დანელია, ქველიძე (ქველიძე 89'), თოდაძე (გორგაძე 78'), ბაქრაძე, ჩემინავა (კვალიაშვილი 89'), ჭყონია;
არაბეთის გაერთიანებული საემიროები: ალმაზრუეი, აბდელ აზიზი, ალმანსური (ალ ზააბი 58'), ალ ჰასანი, ალ ზაადი, ბუდებსი, ალ ნუამი (ალ შამლი 78'), ალ ჰამადი (ჯუმა 58'), ალ ტაჰენი, ალმაჰაირი, ნ. ალადვანი.