logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

7 დეკემბერი. 2018. 12:34

 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ. დამნაშავედ ცნო. 

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში თ. ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ. ვ., გვამი ხრამში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა თ. ვ. 2018 წლის 5 აგვისტოს, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თ. ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner