ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი მიიღო, – ამის შესახებ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
„თავდაპირველად იყო დაახლოებით 700-800 ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ჩამოვიდნენ. ჩვენ ვცადეთ მათი კეთილმოწყობა, მათთვის შესაძლებლობების შექმნა, რათა როგორმე ჩვენს პირობებთან ადაპტირებულიყვნენ“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.