უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი დიმიტრი გოლუბოვი ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
„17 მაისს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ოდესიდან ჩარტერული რეისით გაფრინდნენ. ოდესის აეროპორტში მომსახურების, თვითმფრინავის მიღების, დგომის, საწვავის ხარჯები გადაიხადეს ოფშორულმა კომპანიებმა, რომელთა დამფუძნებლები არიან ოდესელი ოლიგარქები კაუფმანი და გრანოვსკი. ოდესიდან კერძო თვითმფრინავით ფრენა 10 ათასი დოლარი დაჯდა", - აცხადებს დიმიტრი გოლუბოვი.
მისი თქმით, კერძო თვითმფრინავით სარგებლობისთვის ოდესის გუბერნატორმა და მისი გუნდის წერვებმა თანამდებობები უნდა დატოვონ და პასუხი აგონ.