logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს
- +

19 მაისი. 2016. 17:33



22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი.


„რეპორტიორი" გთავაზობთ „ქართული ოცნების" განცხადებას:

 

წყალტუბოში, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა. არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზანმიმართულად მომავალში სხვა რეგიონებშიც განვითარდეს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს. ამასთან, მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ ყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია, არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში", - ნათქვამია განცხადებაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner