ერთ დიდ მსახიობს (თუ არ ვცდები, ვასო აბაშიძე იყო) უნიჭო კოლეგა აუტყდა, შენს სპექტაკლებზე არ მეცინებაო. ერთხელ გაუტარა, ორჯერ, სამჯერ, მაინც არ ჩერდებოდა, არ მეცინება და რა ვქნაო? ბოლოს ამოუვიდა ყელში, ავიდა სცენაზე და იქიდან გამოუცხადა: ამ ჩემ ფეხებს, თუ არ გეცინებაო!
ეხლა დედამიწის არამოქალაქე მიხა სააკაშვილი ატყდა ამსტერდამიდან, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებ, ხალხმა გია ვაშაძე აირჩია, პრეზიდენტი ეგ არიო. ერთხელ გავუტარე, ორჯერ, სამჯერ, მაინც არ ჩერდება, არ ვაღიარებ და რა ვქნაო?!
ჰოდა, საჯაროდ ვეუბნები: ამ ჩემ ფეხებს, თუ არ აღიარებ, სულ ერთ ადგილას არ მკიდია?!
ტიპი არ არის არც ერთი ქვეყნის მოქალაქე, მისჯილი აქვს 6 წელიწადი, შეფარებულია სიდედრის ტრიკოს ტოტის ერთ-ერთ ნაოჭში და მაინც აცხადებს, არ ვაღიარებო. სალომე ზურაბიშვილს ლამის მთელმა მსოფლიომ მიულოცა, სადამკვირვებლო მისიებმაც დადეს ანგარიშები, დარღვევები იყო, მაგრამ მაინც ვემხრობით საქართველოს დემოკრატიასო და ეს კიდევ იძახის, არ ვაღიარებო. ჰოდა, ისევ ვიმეორებ: ამ ჩემ შაშას და კოლას, თუ არ აღიარებ!
თუმცა მიხას არაღიარებას აქვს თავისი მიზეზები: პირველი - მილიონები დახარჯეს მისმა ბიძამ თემურ ალასანიამ, მისმა "ძმაკაცმა" კობა ნაყოფიამ და კიდევ სხვა "ძმაკაცებმა", მაგრამ შედეგი მაინც არის ნულის ტოლფასი, გრიშა ვერ გახდა პრეზიდენტი; მეორე - მიხამ იცის, რომ მომავალში ამდენ ხალხს ვეღარ გადაიყვანს თავის რელსებზე, ისედაც ცალი ფეხით გაქცევაზე არიან ე.წ. ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, მათ კარგად იციან, რომ რევოლუციის არც ტრაკი აქვთ, არც რესურსი და არც ავტორიტეტი საზოგადოებაში; მესამე - სადაც იხარჯება დიდი ფული და ამ ფულის დამხარჯავი ვერ იღებს შედეგს, შემდეგ იწყება დავა-გარჩევა და ფულის უკან დაბრუნების პროცესი, უფრო სწორად, მცდელობა. როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელიც მილიონ დოლარს იძლევა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობისთვის, მაჭუტაძეებს, ვაშაძეებს, ქარდავებსა და დავითაიებს რამეს შეარჩენს? თუ არ იქნება რევოლუცია, გაიძვერა თემურ ალასანია ჩაფლავებულ ე.წ. ლიდერებზე დაიწყებს ნადირობას, მაგათ "ჩაპიზდეცებაში" სულაც არ არის მილიონები საჭირო, მუქდადაც ბევრი გაუერთიანებს თავ-პირს; მეოთხე - ბოლო დროს გავრცელებული ფარული ვიდეო-ჩანაწერების თანახმად (ეს ისედაც ვიცოდით), მიხა სააკაშვილს თავიდან ბოლომდე მართავს ბიძა, თემურ ალასანია, ის მუდმივად ეჯიჯღინება თავის დის შვილს, რომ არა და არ დადგა შედეგი, ვერა და ვერ დაამხეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. აგერ, მილიონები დახარჯეს პირველ ტურში, არაფერი გამოვიდა და ე.წ. ოპოზიცია ისევ ითხოვს ფულს. ამათ მიხა პირდება, წადით, არიეთ სიტუაცია, აქციები გადაიტანეთ თავისუფლების მოედანზე და როცა ძალაუფლებას ჩავიგდებთ ხელში, არ დაგივიწყებთ, ყველას გადაგიხდითო. ესენი, ეს ე.წ. ლიდერები არ და ვერ არიან ის ჩიტები, "პოსლეზე" რამე ააგორონ. არადა, რუსეთშიც კარგად დაინახეს, თუ როგორ დაირაზმა ერის ჯანსაღი ნაწილი გრიშას წინააღმდეგ და იქიდანაც ეგრევე შეწყვიტეს ფულის გამოგზავნა. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ "ჩერეზ" ცხინვალი უზალთუნები ბლომად შემოდიოდა!
ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ქარაქუცა "ნაჩალნიკებს" უკან დასახევი გზა არ აქვთ, რაც თემურ ალასანიას ჯიბიდან ჭამეს, უკან ამოარწყევინებენ. "რესპუბლიკელებმა" ვერ მოასწრეს მსუყე ნაჭრის ჩამოჭრა და რევოლუციური გზიდან გადაუხვიეს, აქციას არ შეუერთდნენ. იციან ვირესმაკებმა, ვის როგორ უნდა უღალატონ. "ევროპულმა საქართველომ" ამ არჩევნებში 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაითრია და ეგენიც გვერდზე გადგნენ, ჩვენ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთო. ამ ვირეშმაკებმაც იციან, ვის რა დროს უნდა უღალატონ!
მიხა სააკაშვილი არც მალავს, რომ მას რევოლუცია სწყურია და ოცნებობს 2003 წლის სცენარზე, როცა დასავლეთ საქართველოდან "იკარუსით" გამოექანა. ნახეთ, რას აცხადებს:
"როგორც ჩვენ არ მივეცით საშუალება 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი და ლეგიტიმაცია მოეხდინა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, ზუსტად ასევე, 16-ში აპირებენ ესენი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა თქვას, ჩვენ, მშვიდობიანად, წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, არ მოგცემთ თქვენ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები“.
მიხა კბილებით ებღაუჭება ამ არჩევნების "მონაპოვარს", მეტი შანსი აღარ იქნება. ის ყველაფერზე მიდის, არც ადრე იყო დალაგებული, მაგრამ ახლა საერთოდ ამოვარდა გრაფიკიდან. არჩევნების ღამეს "ნაციონალების" შტაბში სკაიპით ჩაერთო და მილანძღ-მოლანძღა ყველა, დიდი თუ პატარა. როდესაც მას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე რევოლუციური სცენარი არ გამოვა, ბიძინა ივანიშვილის მოსყიდულები და მათხოვრები უძახა. ივანიშვილის მოსყიდვაზე რა გითხრათ, მაგრამ მათხოვრები რომ არიან, მაგაში ვეთანხმები. უკვე გითხარით, ამ მათხოვრებს სხვა გზა არ გააჩნიათ, რაკი შევიდნენ სააკაშვილ-ალასანიას ტლაპოში, ბოლომდე უნდა ჩაიხრჩონ!
არ არის ფული, აღარ არის ოვსილა და სურვილი. ამიტომაც გადავიდა "ნაცმოძრაობა" იაფფასიან ჭორებზე. მაგალითად, ახლა მოიგონეს, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადადის. მიდის კომენტარები სოციალურ ქსელებში: "არ არსებობს, ამას ქართველი ერი არ დაუშვებს"! რასაკვირველია, ვინც ასეთ კომენტარს აკეთებს, მას სჯერა, რომ ბერა ავლაბრის სასახლეში გადადის საცხოვრებლად. სწორედ ამაზე იტყოდა ხოლმე გაბრაზებული აკაკი წერეთელი - ვაი, ვაი და სხვანიო!
მეორე იაფფასიანი შავი პიარი: ბიძინამ 5-5 კილო კარტოფილი და ხახვი დაარიგა, ანუ ხალხმა გრიშა ვაშაძე კარტოფილსა და ხახვში გაცვალა! ნუ, ეხლა "ნაცებს" რომ თავში ტვინის ნატამალი არ გააჩნიათ, ეს ვიცით, ცნობილია, მაგრამ ამ დონეზე? ჯერ ერთი, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ კარტოფილზე გაყიდულს ეძახი, შენ არ გამოდგები არც პრეზიდენტად და არც მინისტრად; მეორე - თუ მილიონზე მატმა ადამიანმა 5 კილო კარტოფილში გაგცვალა, მაშინ გამოდის, ამ 5 კილო კარტოფილის ფასადაც არ ღირხარ!
ნათქვამია, გაჭირვებამ ჩხუბი იცისო. ეს არ არის ნათქვამი მხოლოდ ეკონომიკურ გაჭირვებაზე, აქ იგულისხმება პოლიტიკური თუ ტვინით გაჭირვებაც. ჰოდა, რაკი ამ მხრივაც გადებული აქვთ, ერთმანეთსაც დაერივნენ. ამისი საუკეთესო მაგალითია მიხა სააკაშვილისა და ნილოლოზ გვარამიას კამათი პირდაპირ ეთერში:
მიხა: მე მიმაჩნია, რომ ხალხს ბევრად უფრო წყნარი ცხოვრება უნდა და ნამდვილად არ მესმის თქვენი ეს პიროვნული საუბრები - „მე მიქნეს“ და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ რა გიქნეს, რა გაწყენინეს?! ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მე ძალიან მიკვირს და თქვენს ადგილზე დავწყნარდებოდი. რომ ამბობთ, „მე მიქნეს“, „ასე ვუზამ, ისე ვუზამ“, რას ბაქიბუქობთ და რას ლაპარაკობთ?! ქვეყანა დაგვენგრა თავზე, ქვეყანა იკარგება.
ნიკოლოზი: რას ჰქვია, "მე რა მიქნეს", რა მნიშვნელობა აქვს?! მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ თქვენგან განსხვავებით და ჩემს ოჯახის წევრებს შეეხნენ, ფიზიკურად ეხებოდნენ. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ფიზიკურად მეხებიან. მე შვილები მყავს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის ჩემთვის წყალგამყოფი, ჩემს სივრცეში შემოღწევა!
სხვათა შორის, მიხას ყურს ძალიან ცუდად უნდა მოხვედროდა თაკო ჩარკვიანის ნათქვამი ფილარმონიაში - "არავითარი მიშა, არავითარი გრიშა"! ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მან შექმნა ახალი პარტია და იქ ეპატიჟება ყველას. ესე იგი, რა გამოდის? არც მიშა, არც გრიშა, ჩემთან წამოდითო. აშკარაა, შიგნით, ნაცხროვაში მთლად იეს ვერაა საქმე, როგორც მიხას და თემოს უნდათ.
და აი, დადგა 2 დეკემბერიც. დღის 3 საათი. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა 2 ათასამდე სექტანტი. თუ ამას გამოვაკლებთ პოლიციას, ჟურნალისტებს და სხვებს, დარჩება 1500 სექტანტი. ალბათ დამეთანხმებით, არ ჰგავს ეს 700 ათას მხარდაჭერილ აქციას. თუნდაც 3 ათასი იყოს, 5 ათასი, 10 ათასი, მერა რა? უჭირთ "ნაცებს" ყველანაირად, როგორც ეკონომიკრად, ისე პოლიტიკურად და "ტვინობრივად".
ასე გასრულდა რევოლუციამისჯილ მიხას ოცნება და ასე დასამარდა ნაციონალური ხროვა. თუმცა ფრთხილად, ქართველებო, ჩვენს გარშემო გველების სისინი კვლავაც ისმის!
P.S. მე ვნახე, როგორ იჭინთებოდნენ რუსთაველის გამზირზე გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, ზაალ უდუმაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და სხვები. ისე იჭინთებოდნენ, გეგონება უთვალავი ლაშქარი მიადგა პარლამენტს და ხმას ვეღარ აწვდენდნენ. ვაი, თქვენს პატრონს, სად არის 700 ათასი ხმა? აი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამათ ხელისუფლებას ცხვირწინ გაუყალბეს არჩევნები და ახლა იქით აბრალებენ გაყალბებას.
გელა ზედელაშვილი