„ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადება, რომ თურმე სრულებით არ არის საინტერესო ადგილობრივი ბაზრის და ადგილობრივი მეწარმეების პრობლემები და დაგვადანაშაულეს ადგილობრივი მეწარმეების ლობირებაში“, - ამის შესახებ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„დიახ, ჩვენ ვლობირებთ ადგილობრივ წარმოებას, მცირე, საშუალო და მსხვილ ინდუსტრიებს, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები და სადაც იქმნება საქართველოს ეკონომიკა, რომელიც პირდაპირ კავშირშია თუნდაც ლარის კურსთან და პირდაპირ კავშირშია თითოეული ოჯახის კეთილდღეობასთან. მადლობას ვუხდი კომიტეტის თავმჯდომარეს, რადგან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სატკივარი, რაც ადგილობრივ წარმოებას აქვს, პარლამენტის დონეზე იყოს განხილული“, - განაცხადა წილოსანმა.