logo_geo
eng_logo
ახალი „ტიტანიკის“ პირველი მოგზაურობა 2018 წელს განხორციელდება
- +

15 თებერვალი. 2016. 22:47


2018 წლიდან უკვე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ძველი, ლეგენდარული „ტიტანიკის" ზუსტი ასლით იმოგზაუროს.


როგორც საკრუიზო ლაინერის აგებაზე მომუშავე კომპანიის Bლუე შტარ Lინე-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, გემის აგება უკვე დაწყებულია.


„ტიტანიკი-2"  სიგრძეში 270, ხოლო სიგანეში 53 მეტრი იქნება. ბორტზე გემის მესვეურებს 840 კაიუტაში 2 400 მგზავრის მიღება შეეძლებათ. შთამბეჭდავია ეკიპაჟის წევრების რაოდენობაც, ახალი გემი 900-კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი.


წინა გემისგან განსხვავებით, ახალ გემში უსაფრთხოების ყველა თანამედროვე ნორმა დაცული იქნება. „ტიტანიკი" პირველ მოგზაურობას „ცზიანცუ-დუბაის" მარშრუტით განახორციელებს. Bლუე შტარ Lინე-ის მარკეტინგის დირექტორის, ჯეიმს მაკდონალდის თქმით, ეს უდიდესი პროექტი უკვე დიდი პოპულარობით და ინტერესით სარგებლობს. მისივე თქმით, ხალხმა უკვე ლეგენდარულ „ტიტანიკზე" მოსახვედრად ბილეთები დაჯავშნა.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner