logo_geo
eng_logo
მოსამართლე ლია ორკოდაშვილი: მამუკა ახვლედიანს საქმე არასოდეს განუხილავს
- +

24 თებერვალი. 2016. 23:53



საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლია ორკოდაშვილის განცხადებით თბილსის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს საქმე არასდროს განუხილავს.


როგორც ორკოდაშვილი გადაცემაში 2030 აცხადებს, სასამართლოში ამჟამად ბევრი პრობლემაა, რაც სასწაროდ უნდა გამოსწორდეს. 


„საქმეთა გაჭიანურების მიზეზი ორია: არსებული საქმეების გონივრულ ვადაში განსახილველად, მოსამართლეთა რაოდენობა საკმარისი არ არის. გარდა ამისა, შენობა არ გვყოფნის. დარბაზი თითოეულ მოსამართლეს, ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ 2 დღე აქვს. მაშინ, როცა საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მამუკა ახვლედიანს საქმე არასოდეს განუხილავს. არადა, მენეჯერული ფუნქციის გარდა, სასამართლოს თავმჯდომარეებს ძირითადი, სამოსამართლეო ფუნქციაც აქვთ და თითოეულმა თავმჯდომარემ 5 საქმეც რომ განიხილოს, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათია.

არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქალაქო სასამართლოში საქმეთა არამართლზომიერი განაწილება ხდებოდა. ზოგიერთი მოსამართლე წუხდა, რომ მაშინ, როცა ჩვეულებრივი საქმის განხილვა უწევდა, ისეთი მძიმე კატეგორიის საქმეები ეწერებოდა, რაც ყოფილ პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეხებოდა. ასეთი საქმეები ყოველთვის გარკვეულ აჟიოტაჟთანაა დაკავშირებული. ხდება ცალმხრივად გაშუქება და მოსამართლეების დადანაშაულება, რაც მათ ძალიან ძაბავს. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ საქმეებს 5 კაციანი ჯგუფი იხილავდა. როგორც იუსტიციის საბჭოში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა." - აცხადებს ლია ორკოდაშვილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner