ავტორი ალა გრიგალაშვილი
„რით და როგორ ააყვავებენ საქართველოს, საინტერესოა", - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით საუბრისას სოსო ცინცაძე აცხადებს.
როგორც პოლიტოლოგმა „რეპორტიორს" განუცხადა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა პროგრამა აქვს პოლიტიკაში წასული მომღერლის პარტიას. მისი თქმით, ამომრჩეველი ჯერ მის პროგრამას უნდა გაეცნოს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატოს მხარდაჭერა.
„კაციშვილმა არ იცის, პაატა ბურჭულაძეს რა პროგრამა, რა რესურსი, რა ძალა აქვს. უბრალოდ, ის საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ქველმოქმედი და როგორც ბრწყინვალე მომღერალი. მაგრამ ჩვენ გვყავს დებილი ელექტორატი, რომელმაც არაფერი არ იცის. გუშინ გამოდის ბურჭულაძის მარჯვენა ხელი ქალბატონი, კეისრის და ნაპოლეონის თავდაჯერებით და ურცხვად აცხადებს, ერთდაერთი პარტია ვართ, რომელიც საქართველოს ავაყვავებთო. რით და როგორ ააყვავებენ საქართველოს, საინტერესოა. სწორედ ეს უნდა აინტერესებდეს ნორმალურ ელექტორატს", - განაცხადა პოლიტოლოგმა.