logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ოზურგეთის მუზეუმში დაცული იყო მეფე ერეკლე II-ის ხმალი...
- +

8 დეკემბერი. 2018. 02:12

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ოზურგეთის მუზეუმში დაცული იყო მეფე ერეკლე II-ის ხმალი. ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოს მთავარი კაცია II დადიანი მიიწვია. დადიანმა, რომელიც ოსმალეთის იმპერიას თანაუგრძნობდა, ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს გაუგზავნა ხმალი წარწერით „მეფემან ერეკლე დადიან ვუძღვენი".

 

1770 წლიდან ხმალი დადიანებთან ინახებოდა. 1841 წლის 23 თებერვალს, გურიის აჯანყების დროს აჯანყებულებმა გრიგოლეთში, 1841 წლის აჯანყება 23 თებერვალი გრიგოლეთში დედაბერას წყლებთან ალყაში მოიმწყვდიეს პოლკოვნიკი ბრუსილოვი და მის დასახსნელად ფოთიდან დაძრული სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი თავად-აზნაურთა 1000-კაციანი რაზმით“, - წერს მეფარიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner