logo_geo
eng_logo
საბერძნეთის პრემიერი თურქეთის მიერ რუსეთისგან იარაღის შესყიდვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
- +

8 დეკემბერი. 2018. 02:16

 

 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თურქეთის მიერ რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ალექსის ციპრასის განცხადებით, მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე წუხილი გამოხატა თურქეთში რუსული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით.

 

„პრეზიდენტ პუტინთან გამოვხატე ჩემი შეშფოთება თურქეთის შეიარაღების ახალ პროგრამებთან დაკავშირებით, რამდენადაც ის კვლავ ინარჩუნებს ომის დაწყების მიზეზს ჩვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა.

 

თურქეთმა რუსეთისგან საჰაერო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა C-400 შეიძინა, რაც აშშ-ის და თურქეთის სხვა ნატო-ელი მოკავშირეების უკმაყოფილებას იწვევს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner