წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სასიხარულო ინფორმაცია:
2018 წლის 7 დეკემბერს გამართულმა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს სხდომამ სრული აკრედიტაცია ( 7 წელი ) მიანიჭა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამებს,
ვულოცავ ამ სასიხარულო მოვლენას ქართულ უნივერსიტეტს, პროგრამის ხელმძღვანელებს,
მადლობას მოვახსენებ აკრედიტაციის საბჭოს, ექსპერტებს ობიექტურობისა და კეთილგანწყობისათვის.
p.s. 4 დეკემბერს ასევე სრული აკრედიტაცია ( 7 წელი) მიიღო ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამამ“ - წერს ვარდოსანიძე.