ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს:
,,მინდა ყველა გავაფრთხილო ახალგაზრდები ვინც ამ ბოლო დღეებში საიტებიდან გამოიწერეთ ნივთიერება, ის არ არის, რითიც მას ასაღებენ! არ არის გამორიცხული რომ ისევ კარფენტანილი იყოს! ვინაიდან ისევ ადამინები მოხვდნენ რეანიმაციაში და ისევ აძინებს და გადადიან კომატოზურ მდგომარეობაში! ფრთხილად იყავით! და გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს! მოიშორეთ ის თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, ის სიკვდილია!", - წერს ზურა სიხარულიძე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ,,თეთრი ხმაურის მოძრაობამაც"
,,სასწრაფოდ: დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.
მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ავრცელებს.